ნიკა გვარამია – ერთმნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს და მე გამოვრიცხავ ამას, პრაქტიკულად, ევროინტეგრაცია ვერ განახლდება


ავტორი
Front News საქართველო
ერთმნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს და მე გამოვრიცხავ ამას, პრაქტიკულად, ევროინტეგრაცია ვერ განახლდება იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი არ აქვს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები არის დემოკრატიის მთავარი ტესტი.
“არჩევნები არის ფუნდამენტური უფლება ადამიანების, არჩევნები არის დემოკრატიის მთავარი ტესტი და ამის გარეშე ევროინტეგრაცია ვერაფრით იქნება, ამიტომ სრულიად გასაგებია ეს ხაზგასმა და პირველ რიგში, ეს უნდა განვიხილოთ დემოკრატიის საჭიროების კუთხით და არა პოლიტიკური შინაარსით არჩევნების შედეგის. ერთმნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს და მე გამოვრიცხავ ამას, პრაქტიკულად, ევროინტეგრაცია ვერ განახლდება იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი არ აქვს. იგი აბსოლუტურად პირიქით მოქმედებს, მიდის რუსეთისკენ. ბუნებრივია, რომ ამას დემოკრატიული სამყარო აკვირდება, მაგრამ ის ჩვენ ვერ დაგვეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. მათ აქვთ თავისი პოზიცია, ეს პოზიცია ჩვენ ვიცით, ახლა სწორი გააზრება ამ პოზიციის მნიშვნელოვანია ჩვენს მიერვე”, – განაცხადა გვარამიამ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს განაცხადა, რომ “ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.
თაგები:
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია – ორივე ეგზიტპოლის შედეგად “ქართული ოცნება” აგებს, 70-ზე ნაკლები მანდატი აქვს

ნიკა გვარამია – თუ ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება ვერც ერთი ნაბიჯით

“სალომე ზურაბიშვილზე ნიკა გვარამია თუ იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მას ამისთვის გავკიცხავ – მორიგჯერ აწკავწკავდება და იტყვის, რომ დაუშვებელია”