
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი გადაწყვეტილების ცვლილება რთული წარმოსადგენია. საჭიროა ერთიანი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიანი პოზიციისთვის საერთო რესურსს გამონახავს.
"ჩვენი პარტია არ მონაწილეობს ამ ფორმატში, მე უბრალოდ შეხვედრა მაქვს ქალბატონ სალომესთან. რესურსს ვერ გეტყვით, მაგრამ საჭიროებას ვხედავ, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით. რესურსს, რაც შეეხება, იმედია, ვიპოვით ჩვენს თავში რესურსებს, რომ ასეთი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველა არ დაეთანხმება ერთ პოზიციას, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთიანი გადაწყვეტილება საჭიროა. ჩვენი გადაწყვეტილების ცვლილება რთული წარმოსადგენია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური კოალიციების ლიდერები ხვდებიან.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს