
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
გვარამის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, პრობლემური. ჩანს მეხსიერებაში ჩავარდნები და ა.შ. მე არ გავაგრძელებ, ამაზე ექიმები საუბრობენ მუდმივად, რომ მას სჭირდება მკურნალობა არა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს არის მისი წამების ადგილი და მეორე, აქ ის საჭიროებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო საშუალებებს ვგულისხმობ, უბრალოდ არ არის.
ამიტომ, ეს ადამიანი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს