
ავტორი
Front News საქართველო
“ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატიის დაკრძალვა, არამარტო ლექსოსი”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელმაც “ტვ პირველის” ოპერატორი უკანასკნელ გზაზე გააცილა.
“ეს კადრი, ოპერატორების კორდონი, არის ამ ქვეყნის ნამდვილი სიმბოლო. თანაგრძნობა, სიყვარული და პატივისცემა. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა, მართლა არაფერი მაქვს სათქმელი რამდენიმე სიტყვის გარდა – ლექსო მოკლა ხელისუფლებამ და ლექსოს ხსოვნას ახლა შეურაცხყოფს და ფეხქვეშ თელავს ხელისუფლება და აყალბებს ყველაფერს. აი, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ დღეს ვკრძალავთ არამარტო ლექსოს, ჩვენ დღეს ვკრძალავთ ჩვენი სიცოცხლის უფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლებამ გასაგებად გვითხრა, მარტო გამოხატვას კი არ შეგიზღუდავ, რაც დღეს წულუკიანმა და შალვა რამიშვილმა დაადგინეს, რომ თურმე თავისუფლების შემზღუდავი კანონი უნდა იქნეს მიღებული, მარტო გადაადგილების უფლებას კი არ ვკრძალავთ, როცა არ გვიშვებენ სადღაც, არამედ სიცოცხლის უფლებას. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სიცოცხლის უფლებაც არ არის დაცული. ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატიის დაკრძალვა, არამარტო ლექსოსი”, – აცხადებს გვარამია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს