
ავტორი
Front News საქართველო
ეს ხალხი, ვინც ჩვენ გვდევნის, ეს ხალხი არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი, ეს არის ქართულ საპოლიციო ფორმაში გადაცმული რუსი ოლიგარქის პირადი გვარდია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ბრძოლაში წინააღმდეგობის მოძრაობაა და გამათავისუფლებელი ბრძოლა სამშობლოსთვის, ყველა პატრიოტის ვალია, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა მიიყვანოს დანიშნულების ადგილას ანუ ევროპაში.
“ჩვენი ქვეყანაა, სადაც გვინდა იქ დავდივართ, სადაც გვინდა იქ მივდივართ, ევროპაში მივდივართ, ამიტომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ერთადერთი სამშობლო და იქით წავიყვანთ ამ ქვეყანას, საითაც ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, რომ წაეყვანა და ჩვენს მომავალ თაობებს საითაც უნდათ, რომ იხილონ სამშობლო. ეს ხალხი, ვინც ჩვენ გვდევნის, ეს ხალხი არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი, ეს არის ქართულ საპოლიციო ფორმაში გადაცმული რუსი ოლიგარქის პირადი გვარდია. რუსეთი ასე მარტივად არ დათმობს, მაგრამ ჩვენც ვიცით ვისთან გვაქვს საქმე და ვიცით ვინ არის მოწინააღმდეგე. ამ ბრძოლაში წინააღმდეგობის მოძრაობაა და გამათავისუფლებელი ბრძოლა სამშობლოსთვის, ყველა პატრიოტის ვალია, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა მიიყვანოს დანიშნულების ადგილას ანუ ევროპაში. პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თსუსთან მიმდინარე აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს