
ავტორი
Front News საქართველო
ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი ქვეყნისთვის და არა მიხეილ სააკაშვილისთვის.
“ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი წამით. რაც შეეხება პროკურატურას, მის წარმომადგენლებს, არც ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით ახლა, როდესაც ვლაპარაკობთ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს