Logo

ნიკა გვარამია - ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, კატასტროფა და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული

პოლიტიკა
173
Frontnews image description

ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, კატასტროფა და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია მშობლების მოსაზრებაც.

"საერთოდ არ ვიცით ჩვენ, თავად მოსწავლეები არიან თუ არა თანახმა, რომ ეს მოხდეს სკოლებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების და მშობლების პოზიციას. 

სულ რომ საჭიროებაც ყოფილიყო რაღაც თვალსაზრისით, ამ წუთში, როცა ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი ფასების, ინფლაციის, ნავთობის და დენის, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, კატასტროფა და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2026-27 სასწავლო წლიდან დაწყებითი განათლების საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები