ნიკა გვარამია - ეს ჩვენი გამარჯვებაა სისტემაზე, არანაირი კეთილი მოსამართლეები, უეცრად თვალახელილი ჯალათები, სინდისით შეწუხებული ნაძირალები არ არსებობენ


ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მზია ამაღლობელის და გიორგი ახობაძის განაჩენებს ეხმაურება.
"რამდენიმე სიტყვა ამ კვირის განაჩენებზე:
მზია ამაღლობელის საქმეზე:
გადაკვალიფიცირებით სასამართლომ საკუთარი საქმე გააკეთა (რაც ზუსტად შეაფასა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა). არავითარი მნიშვნელობა (ხაზს ვუსვამ, არავითარი) მზიასთვის ამას არ ჰქონია. ის უკანონო პატიმარია და გადაკვალიფიცირებით უბრალოდ მანიპულაცია მოხდა: სასამართლომ, თან ვითომ დაადასტურა თავდასხმა, თან ვითომ "შეამსუბუქა" სასჯელი, თან ვითომ წინააღმდეგობა გაუწია პროკურატურას, თან ვითომ ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ, სინამდვილეში, აღასრულა ლოყააწითლებული სამარცხვინო კაცის, დგებუაძის იმთავითვე გამოცხადებული: "ბოზიშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ".
გადაკვალიფიცირება თან უკანონოა, რადგან ახალ ქმედებაზე, (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე) დაცვას საერთოდ არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა - ამაზე პროკურატურა არ დაობდა - და, შესაბამისად, მზიას ამ ქმედებაში მის უდანაშაულობაზე მსჯელობის შესაძლებლობაც კი არ მისცემია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქალს, რომელიც აწამეს, რომელიც ბრმავდება და ვის მედიასაშუალებასაც ანადგურებენ, 2 წელი მიუსაჯეს და თან ისე ვერაგულად, რომ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნების შესრულებასაც შეეცადნენ და საზოგადოებაც დააბნიეს.
გიორგი ახობაძის საქმეზე:
არ არსებობს არანაირი სამართალი და პროკურატურა, არსებობს ოლიგარქია, რომელიც საკუთარი ამოცანების გადასაჭრელად პოლიტიკურ საქმეებში არა მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენებს იყენებს, არამედ გამამართლებელსაც. რას გვეუბნება გიორგი ახობაძის განაჩენი? - იმას რომ სისტემას, საკუთარი ამოცანის გადასაჭრელად სწორედ გიორგის უდანაშაულობის აღიარება დასჭირდა და არა მისი ნეიტრალიზება. ეს კი სისტემის პრობლემაზე მიგვითითებს. თუ განაჩენია განსხვავებული, ე.ი. მის უკან მდგომი პრობლემაც განსხვავებულია. რა შეიძლება ეს იყოს? - სანქციები, მორალური წნეხი მოსამართლეზე, სოციალური იზოლაცია, საზოგადოებრივი აზრი და ა.შ, ანუ ყველაფერი, რასაც ხალხის ბრძოლა იწვევს.
გამამართლებელი განაჩენი სისტემის რეაქციაა პრობლემაზე, მის გასაჭირზე, მის დეზორიენტაციაზე, მის სისუსტეებზე, ეს ხალხის დღის წესრიგში ჩაყოლაა და არა საკუთარ დღის წესრიგში ხალხის ჩათრევა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად გამარჯვებაა. ოღონდ ჩვენი გამარჯვება სისტემაზე. არანაირი კეთილი მოსამართლეები, უეცრად თვალახელილი ჯალათები, სინდისით შეწუხებული ნაძირალები არ არსებობენ. არ არსებობს არანაირი სასამართლო და პროკურატურა. ვარსებობთ ჩვენ და სისტემა, ჩვენი ბრძოლა და სისტემის გააფთრება, ჩვენი გამარჯვება და სისტემის მარცხი!
თავისუფლება მზიას!
ჩემი მილოცვა გიორგი ახობაძეს!
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს