
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში, იქნება ეს ხმის მიცემა “ოცნების” მთავრობისთვის თუ მონაწილეობა “ოცნების” მთავრობაში, – ამის შესახებ “ახალის” თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის დოკუმენტით ბევრი საკითხი არის შეთანხმებული, თუმცა მთავარი ორი საკითხია.
“ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მაინც არის ორი. პირველი ის, რომ 8 ივლისამდე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით და რაციონალურად და არა პირად ინტერესებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით და მეორე, ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში, იქნება ეს ხმის მიცემა “ოცნების” მთავრობისთვის თუ მონაწილეობა “ოცნების” მთავრობაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ქართული ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ოპოზიციის განცხადებით, ერთიანდებიან “ქართული ქარტიის” მიზნების გარშემო, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს