Logo

ნიკა გვარამია – განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის მინისტრს ჩემი პატიმრობის პოლიტიკური შინაარსის დამადასტურებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის

პოლიტიკა
1169
Frontnews image description

არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა იუსტიციის მინისტრს, ჩემი პატიმრობის პოლიტიკური შინაარსის დამადასტურებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ასე ხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის მიერ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონისთვის მის მონახულებაზე უარის თქმას.

 

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს  ჩემი პოლიტიკური პატიმრობით დაინტერესებისა და ციხეში მონახულების სურვილის გამოთქმისთვის. 

 

მართალია, ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა იუსტიციის მინისტრს, ჩემი პატიმრობის პოლიტიკური შინაარსის დამადასტურებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის, შესანიშნავი არგუმენტია სტრასბურგში წარსადგენად. 

 

როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ჯერ კიდევ 12 წლის წინ თვით აზერბაიჯანშიც კი ნება დართეს პოლიტპატიმარს შეხვედროდა ციხეში. ქვეყანაში შექმნილი ვითარების უკეთესად აღწერა რთულია”, – წერს ნიკა გვარამია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები