Logo

ნიკა გვარამია - გირაოს არ გადავიხდი, 8 ივნისიდან უკვე ყოველდღე შეუძლია პროკურატურას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე შეიტანოს შუამდგომლობა

პოლიტიკა
2 დღის წინ / 22:27
466
Frontnews image description

მე გირაოს არ გადავიხდი, 8 რიცხვიდან უკვე ყოველდღე შეუძლია პროკურატურას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე შეიტანოს შუამდგომლობა, ან 13-შივე გააკეთონ ეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის დაკავებისთვის მზადაა.

"მე გირაოს არ გადავიხდი, 8 რიცხვიდან უკვე ყოველდღე შეუძლია პროკურატურას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე შეიტანოს შუამდგომლობა, ან 13-შივე გააკეთონ ეს. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, არაფერს მე არ ველოდები და მე მხოლოდ შემიძლია ვიყო მზად. რისი კონტროლიც შემიძლია, იმას ვაკონტროლებ - ჩემს მზაობას. რაც შეეხება მოლოდინებს - რას იზამს "ქართული ოცნება" ეს ჩემი კონტროლის მიღმაა და მე ამაზე არც ვფიქრობ. 

"ქართული ოცნება“ გადასულია თვითშეჭმის, თვითდაზიანების რეჟიმზე, ეს შეიძლება გამოიხატოს ჩვენი ციხეში ჩასმით, 50 კი არა, 100 პატიმრით, ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებებით. 

რაც შეეხება ზურას და ნიკას, თავს გრძნობენ ნორმალურად, რამდენადაც ეს ციხეში შესაძლებელია. ზურა და ნიკა არიან ამ ქვეყნის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერები და ისინი მზად იყვნენ იმისთვის, სადაც ახლა იმყოფებიან - ციხისთვის და თუ რამე იქნება უფრო მეტი საჭირო, იმისთვისაც. ციხე არ არის კურორტი.

რეალურად ჩვენ ახლა ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც გვაქვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით რუსეთთან. 

ციხეში ეს ადამიანები იმიტომ წავიდნენ, რომ ასე ჩათვალეს საკუთარ მორალთან წელში გამართულები რომ ყოფილიყვნენ. მეც ეს განწყობა მაქვს. პირადად ჩემი სახელითაც და ნიკას სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვერ ვმოქმედებთ მთელი ჩვენი შესაძლებლობებით, როცა ვიცით, რომ ჩვენ საკუთარ სინდისთან ვართ კომპრომისზე წასულები და დაკარგული გვაქვს მორალური უპირატესობა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი 13 ივნისს გაიმართება. ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადაც 7 ივნისს იწურება.

Advertisement