
ავტორი
Front News საქართველო
იხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს, მე მაინტერესებს ეს. მე გპასუხობთ არა, იპარავს ევროკავშირიდანაც ათეულობით თუ ასეულობით მილიონს და საქართველოშიც იმავეს აკეთებს, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ და “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იგი საფრანგეთის ელჩს საქართველოში სთხოვს საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, იხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში გადასახადებს.
“სწორხაზოვან ტყუილებს რა აზრი აქვს არ ვიცი, იმიტომ რომ ციფრებში არსებობს სტატისტიკა და ელჩმაც გამოაქვეყნა. მე ელჩს მოვუწოდებდი, სხვა რამის გამოქვეყნებას, გვითხრან, იხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში რაიმე ტიპის გადასახადს“, – განაცხადა გვარამიამ საფრანგეთის ელჩისა და საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
საელჩოს აღნიშნული განცხადების მიხედვით, გამოყოფილი თანხებიდან €724 მლნ საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო დახმარებას საქართველო საფრანგეთისგან არ იღებს.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს