Logo

ნიკა გვარამია - ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი

პოლიტიკა
50
Frontnews image description

სალაპარაკო მე რომ მაქვს, შესაძლოა, არც არავის ჰქონდეს ამდენი. არც სხვაზე ნაკლები სიმართლე მაქვს და არც სხვაზე ნაკლებად გამომდის სათქმელისთვის თავის მოყრა. მაგრამ თუ რამე არ მაინტერესებს ახლა და, თუ რამე მიმაჩნია მინიმუმ არასერიოზულობად და მძიმე შეცდომად, ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებაა. და თუ რამე არ მაქვს და ფუჭად ვერ დავხარჯავ, ეს დროა! დრო, რომელიც ძალიან ცოტა გვაქვს არა ჩვენ, არამედ ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"ალიანსის შექმნის რთული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების; ურთულესი შიდა დისკუსიების; უმძიმესი გარემოს ნელ-ნელა კონსტრუქციული თანამშრომლობის და ნორმალური ადამიანური ურთიერთობების გარემოდ გადაქცევის; სრულიად ურესურსოდ 2-თვიანი ყოველდღიური მძიმე შრომის; წარმატებული საერთაშორისო შეხვედრების და ალიანსის მიმართ ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ გამოხატული დიდი კეთილგანწყობის და ნდობის; და განსაკუთრებით, 26 მაისს მიღწეული წარმატების და ქართველი ხალხის მიერ ალიანსისთვის გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება. და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი.

ცხადია, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება (რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა) და პასუხებიც. ბუნებრივია, პირად დამოკიდებულებებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებ – მე მყავს გუნდი, მყავს კოალიციური პარტნიორები (ზოგიერთი მათგანი ციხეშია), და ასევე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამომივა და არც ვაპირებ სიჩქარეში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

იმთავითვე ვიტყვი, რომ ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს. წივილ-კივილით მოგებული ბრძოლების მე არ მჯერა, ასეთი ზღაპრებიც კი არ წამიკითხავს ბავშვობაში, თორემ არც ეგ შემიძლია სხვაზე ნაკლებად“, – წერს ნიკა გვარამია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები