
ავტორი
Front News საქართველო
მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭიმია ხარებამ, ღიად, ხაზგასმულად და შეგნებულად პირდაპირ ეთერში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭამია ხარებამ, ღიად, ხაზგასმულად და შეგნებულად პირდაპირ ეთერში. უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რეპორტიორს და ყველას გვაყურებინეს. რიტუალური ანგარიშსწორებაა, ფაქტიურად”, – წერს ნიკა გვარამია.
თბილისში, პარლამენტთან, აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. ტელეკომპანიის ცნობით, 9 აპრილის ქუჩაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მარიამ გაფრინდაშვილზე და ოპერატორზე პაპუნა ხაჩიძეზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკურად იძალადეს.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს