ნიკა გვარამია – მე მჭირდება პატიმრის, პაციენტის ნახვა, რომელთან დაკავშირებითაც მაქვს ინფორმაცია, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მიმართავს. ის გლდანის ციხეში მესამე პრეზიდენტთან შესვლას ითხოვს.
“მე მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კუჭავას, რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერკვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებში და ასევე ადამიანის უფლებებში, მივმართავ მას – როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირს, მიუხედავად ჩვენი ურთიერთდამოკიდებულებისა თუ პოლიტიკური პოზიციებისა – შემიშვან პატიმართან. პარლამენტის თავმჯდომარემ მაინც მიპასუხოს რა ხდება და როდის შევძლებ მიხეილ სააკაშვილის ნახვას. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ეჭვები და მე მინდა დავრწმუნდე, რომ ეს არ არის სიმართლე და გავფანტოთ ეს ეჭვები. თქვენს ინტერესებშიც შედის ეს ყველაფერი.
ამას გარდა, მე მჭირდება პატიმრის ჩვენება, რომ დავაოქმო ხვალ დილის სტრასბურგის სასამართლოსთვის გასაგზავნად. ძალიან გთხოვთ, გაარკვიოთ ეს საკითხი და უთხრათ, მისცეთ განკარგულება შესაბამის პირებს, ან თუ თქვენს კომპეტენციაში ეს არ არის, ყოველშემთხვევაში, მიპასუხოთ უარით – მე მჭირდება პატიმრის, პაციენტის ნახვა, რომელთან დაკავშირებითაც მაქვს ინფორმაცია, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი. თუ ეს ასე არ არის, გამოვალ და ამას ვიტყვი, რომ ასე ეს არ არის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.


ნიკა გვარამია – მე მაქვს ქალბატონ მზიასთან ვალდებულება, რომ დავიცვა, ის უნდა გამოვიდეს ციხიდან და გააგრძელოს თავისი საქმიანობა

ნიკა გვარამია – “ნაციონალურ მოძრაობაში” მე არ მივდივარ, პოლიტიკური პროექტი, სადაც მე ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული

ნიკა გვარამია – მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს