
ავტორი
Front News საქართველო
მეუფე ნიკოლოზის კეთილი ზრახვები მისასალმებელია, თუმცა არარეალისტური, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის იმ ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად, მეუფე ხელისუფლებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მის ეპარქიაში გადაყვანას სთავაზობს.
ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს მაღალკვალიფიციური მკურნალობა ესაჭიროება.
“მისი კეთილი ზრახვები მისასალმებელია, თუმცა არ მგონია, რომ ეს რეალისტური და შესაძლებელი იყოს. მიხეილ სააკაშვილს ჭირდება მაღალკვალიფიციური და კომპლექსური მკურნალობა. სამწუხაროდ, მეუფე ნიკოლოზი ამის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს