
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილისათვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად სისუსტისა, ამჯერადაც ღირსეულად წარსდგეს სასამართლოს წინაშე – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს კვლავაც სასამართლოსთან შეკრებისაკენ მოუწოდებს.
“მიხეილ სააკაშვილის მთავარი და უპირობო ამოცანაა, რომ ხვალ წარსდგეს ქართველის ხალხის წინაშე და მიუხედავად, სისუსტისა, რომელიც აღენიშნება, ხალხის წინაშე ამჯერადაც ღირსეულად წარსდგეს. ერთდერთი მისი თხოვნაა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, ეს მას ფიზიკურადაც ეხმარება და მორალურადაც, ამიტომ თხოვა ყველას, ვინც გულშემატკივრობს, ხვალ სასამართლოსთან შეიკრიბონ”, – განაცხადა გვარამიამ.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი პატივისცემას გამოხატავს ყველა მედიაორგანიზაციის მიმართ, მიუხედავად მათი პოზიციისა და ელოდება მათ წარმომადგენლებს ხვალ სასამართლოში.
მან ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდა, თავიდანვე უზრუნველყოს სიგნალის მოწოდება სხვა მედიასაშუალებებისათვის, რომ ამაზე საუბარში პროცესზე დრო არ დაიკარგოს.
“პიჯაკების საქმე ამას ქვია არა იმიტომ რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი, არა, ყველა საკითხთან დაკავშირებით არსებობს პასუხები. პაუხებს მოისმენთ ხვალ”, – განაცხადა გვარამიამ, რომელიც მედიის წინაშე სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილის პიჯაკით წარსდგა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს