
ავტორი
Front News საქართველო
მე არავის წინაშე ვალში არ ვარ, არავისთვის მიღალატია. ზოგადად, მოღალატე არ ვარ, თუ მიშაზეა ლაპარაკი, ის ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება, არასდროს არ გადავკვეთ არანაირ ხაზს, რომელიც მას პიროვნულად მიაყენებს ზიანს, – ამის შესახებ “ახალის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“იქიდან რას მივიღებ, ამაზეც კი არ არის დამოკიდებული, პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს. არ ვიცი, მე მეძახა თუ არა კლონი. ის დღეს არის პატიმარი, მაგრამ მე მიშა სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი.
ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს, ან ბედნიერი იქნება ჩემით, როცა პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა მისი პარტიის, სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება, როცა ის რაღაც განცხადებებს აკეთებს თუნდაც ჩვენთან დაკავშირებით თუ გააკეთებს თავისი პარტიის სასარგებლოდ, ასეთია ცხოვრება”, – განაცხადა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს