
ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლემ პრაქტიკულად, თქვა, რომ დანაშაულის შემადგენლობას ადგილი არ აქვს და ეს ნამდვილად ასეა. არა თუ დანაშაულის შემადგენლობა, არამედ ნორმა არ არსებობს, რომელიც ამ ქმედებას დანაშაულად შეაფასებდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 162-ე მუხლი, რასაც ედავებოდნენ ნიკა მელიაზე თავდამსხმელებს დანაშაულს, მოქმედებს მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს.
"მოსამართლემ, პრაქტიკულად, თქვა, რომ დანაშაულის შემადგენლობას ადგილი არ აქვს და ეს ნამდვილად ასეა. არა თუ დანაშაულის შემადგენლობა, არამედ ნორმა არ არსებობს, რომელიც ამ ქმედებას დანაშაულად შეაფასებდა.
162-ე მუხლი, რითაც ედავებოდნენ მათ დანაშაულს, მოქმედებს მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს.
მართლმსაჯულების ზეიმია ამ ერთ კონკრეტულ საქმეზე ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე მომხდარი თავდასხმის საქმის ფიგურანტები სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
ნიკა მელიას ორი წლის წინ სამტრედიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ. საქმეზე გამოძიება ორი წლის შემდეგ დაიწყო.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს