ნიკა გვარამია – ნატოს ბოლო დეკლარაციით მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში “ომის პარტია”


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს ბოლო დეკლარაციით მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში “ომის პარტია” – ეს არის “ქართული ოცნება”. “ქართული ოცნება” გვტოვებს დაუცველს და პირისპირ რუსეთთან , – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“ნატოს ბოლო დეკლარაციით მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში “ომის პარტია” – ეს არის “ქართული ოცნება”, იმიტომ, რომ იმ ქმედებებით, რომლებსაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, ცალკეული ქვეყნის და ასევე ევროატლანტიკური ბლოკის წინააღმდეგ, “ქართული ოცნება” გვტოვებს დაუცველს და პირისპირ რუსეთთან. რუსეთს ესმის ერთადერთი ენა, ეს არის ძლიერი მფარველის ენა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მფარველი, რომ ომი არ იყოს და ომი არ იქნება, იმიტომ, რომ ასეთი მფარველი დასავლეთის სახით ჩვენ მაინც გვეყოლება, მთავარია ჩვენ ეს გადავწყვიტოთ 26 ოქტომბერს. არა “ქართულ ოცნებას”, კი – მშვიდობას.
დიახ, 26 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ კი მშვიდობას, რაც ავტომატურად ნიშნავს უარის თქმას “ქართული ოცნებისთვის”, კიდევ ერთხელ, მშვიდობა არის უსაფრთხოება, მშვიდობის გარანტი არის მხოლოდ უსაფრთხოება, რუსეთთან შეიძლება გაანეიტრალო საშიშროებები მხოლოდ უფრო ძლიერი პარტნიორის ყოლის შემთხვევაში. “ქართული ოცნება” ვერაფრის გარანტი ვერ იქნება, მით უმეტეს მშვიდობის, როდესაც საუბარი მიდის რუსეთზე, იმიტომ, რომ ერთი ერთზე რუსეთთან დარჩენა ნიშნავს უმძიმეს პრობლემებს მაშინ, როცა ეს უნდა რუსეთს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნატოს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. დოკუმენტში წერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი “მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული”.
თაგები:
ნიკა გვარამია

ირაკლი კობახიძე – კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და ეს არის მარტივად გლობალური ომის პარტია, აქ არის ლოკალური ომის პარტია და ერთმანეთს ამაგრებენ

ჰერჩინსკი – ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია, ის არის მოსკოვში

ნიკა გვარამია – ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს