
ავტორი
Front News საქართველო
არ შეიძლება გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც დგას ორ შიშზე, ომის შიშსა და სირცხვილის შიშზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ აუცილებლად, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება, რომ ხელისუფლების ტრანსფორმაცია მოხდეს მშვიდობიანად.
“არ შეიძლება გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც დგას ორ შიშზე, ომის შიშსა და სირცხვილის შიშზე და ამუნათებს ადამიანებს ამ ორი შიშით. ჩვენ უნდა შევცვალოთ ყველა ვარიანტში.
შიშზე მოლაპარაკე კაცები, რომლებიც ქალების კვოტებს აუქმებენ, უცნაურად გამოიყურებიან, საკუთარ შიშებს ჩაუღრმავდნენ, ყველანაირს, მათ შორის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და მე აქვე შემიძლია, ვუთხრა, ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ეს, ვიცით ყველაფერი თქვენზე, მაგრამ არავინ არ დაგიჭერთ, ქვეყანას სჭირდება, რომ ხელისუფლების ტრანსფორმაცია მოხდეს მშვიდობიანად, ეს გვჭირდება და ევროკავშირის წევრობა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს