
ავტორი
Front News საქართველო
“დროშები ჩქარას” ნაცვლად “სიები ჩქარა” ვერასდროს ვერ იქნება ვერც პრაგმატული, ვერც პატრიოტული და მორალთანაც ყოველთვის კონფლიქტში იქნება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, თავის გზას ყველა თავად ირჩევს, მაგრამ პასუხსაც თავად აგებს საკუთარ არჩევანზე.
“ქართული ოპოზიციური პოლიტიკის ისევ “ვინ ვისთან” კვაზიმათემატიკურ მოდუსში და სეისმურად აქტიურ ზონაში გადაყვანა ძალიან მძიმე შეცდომაა და ივანიშვილის გარდა არავის არ აწყობს. ამასთან, ამომრჩევლისთვის ყველაზე გულის ამრევი თემაა და ქვეყნის ინტერესებისთვის ყველაზე უსარგებლო და ფუჭი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში უსარგებლო უდრის დამაზიანებელს, კონტრავერსიული უდრის დივერსიულს.
“დროშები ჩქარას” ნაცვლად “სიები ჩქარა” ვერასდროს ვერ იქნება ვერც პრაგმატული, ვერც პატრიოტული და მორალთანაც ყოველთვის კონფლიქტში იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს