
ავტორი
Front News საქართველო
“ოცნებას” ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის გზით. ნებისმიერი შეწუხება, როგორც მინიმუმ ნაკლებ ძალას და დროს დაუტოვებს ხელისუფლებას ამგვარი ტიპის ინიციატივებზე, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა შეაწუხონ მოქალაქეებმა, რათა მსგავსი გადაწყვეტილებები აღარ მიიღონ.
“სტანდარტი არის ის, რაც ლუქსემბურგის სასამართლომ გააკეთა და თქვა, რომ ეს არ არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი და ასეთი რეგულაცია ევროკავშირის ფარგლებში ვერ იქნება. რატომ აკეთებს “ქართული ოცნება” ამას? მიზეზი მარტივია, “ოცნებას” ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციის გზით.
საპროტესტო აქციები, ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა და მეორე, გამარჯვება არჩევნებში – ყველაფერი ეს კომპლექტში და გამარჯვება არჩევნებში არ იწყება 26 ოქტომბერს, გამარჯვება არჩევნებში იწყება დღეს, ჩვენი ქმედებებით, ამიტომ, ნებისმიერი დისკომფორტი, ნებისმიერი მიწოლა ხელისუფლების, ნებისმიერი შეწუხება, როგორც მინიმუმ ნაკლებ ძალას და დროს დაუტოვებს ამგვარი ტიპის ინიციატივებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს