ნიკა გვარამია – “ქართული ოცნების” შტაბის მეორე სართულიდან, “ოცნების” წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი


ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქარელში, “მთავარი არხის” ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება:
“მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). “ქართული ოცნების” შტაბის მეორე სართულიდან, “ოცნების” წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.
ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?
ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream”, – წერს ნიკა გვარამია
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს