Logo

ნიკა გვარამია – ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით, მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა

პოლიტიკა
1524
Frontnews image description

ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული. პარტიის აქტივისტები – ნაცემი და დაკავებული. “მთავარი არხის” მეგობარი ოპერატორი – ნაცემი და დაკავებული.

მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა”, – წერს გვარამია.

პოლიციამ თსუთან აქცია დაშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის “მთავარი არხის” ოპერატორი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები