ნიკა გვარამია – ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ


ავტორი
Front News საქართველო
ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ქართული ოცნების” ოფისთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით გადაინაცვლეს.
“ქართული ოცნების” ოფისი სადღა ჩანს. პოლიციელების გარდა რამეს ხედავთ? სად ჩანს “ქართული ოცნების” ოფისი. აი, ესაა “ქართული ოცნება”, პოლიციის ზურგსუკან დამალული. ქუჩაში კლავენ ჟურნალისტებს და მერე კაიფში გაპარულებად აცხადებენ თავის მოკლულ ხალხს და ამცირებენ მიცვალებულებს. რას უნდა ველოდოთ ამათგან.
რას ვითხოვთ, რას, ამიხსენით. სამართალს ვითხოვთ, სამართალს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და წავიდნენ ასეთი ბრძანებების გაცემისთვის. ან თუნდაც იმისთვის, რომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები და ვინც იძალადა, ისინი უნდა წავიდნენ ციხეში. რას ვითხოვთ გაუგებარს”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს