
ავტორი
Front News საქართველო
სასამსახურო ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სგან კომპენსაციას ითხოვს. საუბარია 5 მილიონ აშშ დოლარზე, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გათავისუფლებით, ქიბარ ხალვაშმა კონტრაქტი დაარღვია.
“ნიკა გვარამიას “რუსთავი 2“-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზედ დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ, გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მადგა „რუსთავი 2“-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამიას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ რუსთავი 2-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს.
პოზიცია ეხება ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნას იმიტომ, რომ ვინაიდან ნიკა გვარამია გაათავისუფლა ქიბარ ხალვაშმა კომპანიასა და ნიკა გვარამიას შორის დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეში დარღვევით, რუსთავი 2 ვალდებულია გადაუხადოს კომპენსაცია 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით”, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს