Logo

ნიკა გვარამია - საერთოდ არ იხილება რაიმე წინასწარი დათქმების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლება

პოლიტიკა
252
Frontnews image description

არ არსებობს უკან ნაბიჯის გადადგმა ევროპის მხრიდან იმიტომ, რომ ეს მათი პრინციპის საკითხიც არის და არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საერთოდ არ იხილება რაიმე წინასწარი დათქმების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლება.

"არ არსებობს უკან ნაბიჯის გადადგმა ევროპის მხრიდან იმიტომ, რომ ეს მათი პრინციპის საკითხიც არის და არა მხოლოდ ქართული საზოგადოების. მათი შიდა სტანდარტების საკითხიც არის, რომ ასეთ დიქტატორებს არ დაელაპარაკონ. სამწუხაროდ, ეს ჩვენზეც იმოქმედებს.

საერთოდ არ იხილება რაიმე წინასწარი დათქმების სანაცვლოდ პატიმრების გათავისუფლება. ისინი უნდა გათავისუფლდნენ უპირობოდ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები