
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას, ვიდრე ეს კანონი არსებობს და არა მხოლოდ ეს კანონი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ასე, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ქმედებები ევროპული გზიდან გადახვევას ნიშნავს.
“განწყობა მკაფიოა, რომ ეს კანონი, ასევე ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინანდელი გამოსვლა ნიშნავს, საქართველოს გადახვევას ევროპული და დასავლური გზისგან. ეს არის მკაფიო და მკაფიოა ის, რომ საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას, ვიდრე ეს კანონი არსებობს და არა მხოლოდ ეს კანონი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ასე.
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არის ფეიკ პროპაგანდაში ჩართული, ხომ გასაგებია რაც ხდება. რეალურად, შეთანხმება როგორი იყო ჩვენ ეს ვიცით, შინაარსობრივად, ვერანაირი შეთანხმება ვერ არის, ეს კანონი არ უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული გზა განაგრძოს, წერტილი.
ვეტო არ სჭირდება ” ქართულ ოცნებას”, მას შეუძლია გააუქმოს ეს კანონი ერთი მოსმენით, ასე რომ, ტყუილებს ნუ ილაპარაკებენ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს