ნიკა გვარამია – შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული


ავტორი
Front News საქართველო
შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. ასევე, ელოდება ჩვენგან დოკუმენტების წარდგენას, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი ევროკავშირის მიერ არჩევნების შეფასებაა.
“შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. ასევე, ელოდება ჩვენგან დოკუმენტების წარდგენას, რომელიც უკვე არსებობს და მალე გავაგზავნით და მსჯელობები ამ საკითხზე იქნება.
ჩვენი ინტერესია, საერთაშორისო შეფასების მისია ევროკავშირის მხრიდან, რომელიც დაადგენს, ევროპული რეკომენდაციის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რამდენად არის შესაბამისობაში ის, რაც მოხდა საქართველოში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა როგორც თავად ოპოზიციონერები აცხადებენ, ელჩს არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციები მიაწოდეს.
თაგები:
ნიკა გვარამია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა