Logo

ნიკა გვარამია – უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ დავიცათ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები, მშობლები

პოლიტიკა
17.06.2023 / 20:58
Frontnews image description

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბორჯომში დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

 

“საქართველოს ქუჩებში გახურებული პოლიტიკური ტერორია, საქართველოს ხელისუფლება კი – ამ ტერორიზმის სპონსორი, რომელიც ტერორს ახორციელებს მხედრიონის და კომკავშირის გაუგებარი ნაზავით.  

 

ქართული პოლიცია, რომელმაც უკვე ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც არ შეიძლება, თავისი უმოქმედობით ღიად ეხმარება დამნაშავეებს და უარს აცხადებს მოქალაქეების დაცვაზე. როცა კადრებში ხედავ, რომ პატრული დამნაშავეს დაკავებისას იარაღსაც კი არ ართმევს (რაც პირველ რიგში უნდა გააკეთოს), პატრულის მაქანაშიც კი იარაღით სვამს, ცხადია, რომ სამართალდამცავი სისტემა თავადაა დანაშაულებრივი სინდიკატის ნაწილი  და ის ჩვენ არ დაგვიცავს. მეტიც, თუ მათ პატრონს დასჭირდა, თავადაც დაგვესხმება თავს, რაც, პრინციპში, არაერთხელ უქნია. 

 

უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ დავიცათ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები, მშობლები. არ შეიძლება ასე დაუცველები ვხვდებოდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს ქუჩებში, ქალაქებსა  თუ სოფლებში. მსხვერპლის როლი არ უნდა მოვირგოთ, წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ.  ამისი გზები აუცილებლად  მოსაფიქრებელია და ალბათ, ეს არის ის, რაზეც ყველამ ერთად, განსაკუთრებით კი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ და სწრაფად იპოვონ გამოსავალი.რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც ქართული ოცნების კვალობაზეც კი გამორჩეული რეგვენი და ნაძირალაა, მან თქვა ზუსტად ის, რასაც ფიქრობს თითოეული ქოცი. უბრალოდ, ზოგი ამას ამბობს, ზოგი – არა.  

 

მთავარი არის ის, რომ ქოცები ასრულებენ რუსულ ამოცანას – საქართველო ქვეყნიდან აქციონ ტერიტორიად. და უნდა აღინიშნოს, რომ  ისინი ამას, ჯერჯერობით, წარმატებით ახერხებენ”, – წერს გვარამია.

 

“გირჩი – მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, დღეს გორში ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

 

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი იყო მოწყობილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ადგილზე მყოფ ბანაკის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. სასტუმროს ტერიტორიაზე ბანაკის წევრების გარდა დამსვენებლებიც იმყოფებიან. 

Advertisement