
ავტორი
Front News საქართველო
ერთიან ფრონტს ქოცების წინააღმდეგ უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს, ხოლო უსუსური და სამარცხვინო ფართხალი ქოცებთან "დალაგების" და თვითგადარჩენის მიზნით, არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
"უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად იწყება.
ევროკავშირი სომხეთს 50 მილიონი ევროს დახმარებას აძლევს და იწყებს სასურსათო ვაჭრობის გამარტივებას სომეხი ფერმერებისთვის.
საქართველო ყველაფრის მიღმაა და გადაქცეულია ღარიბ, დაუცველ და უპერსპექტივო ქვეყნად, რომელიც ევროკავშირის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს პროექტებზეც ამბობს შეგნებულად უარს და ამით კიდევ უფრო აზიანებს საქართველოს და აღრმავებს სიღარიბეს, დაუცველობას და უპერსპექტივობას.
ამ ვითარებაში, ერთიან ფრონტს ქოცების წინააღმდეგ უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს, ხოლო უსუსური და სამარცხვინო ფართხალი ქოცებთან "დალაგების" და თვითგადარჩენის მიზნით, არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლა", - წერს გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს