
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების” საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას და მთელ დანარჩენ სამყაროს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” აპირებს ისაუბროს იმაზე, თუ როგორ შეცვალოს ხელისუფლება.
“ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების” საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას და მთელ დანარჩენ სამყაროს. ჩვენ, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ვაპირებთ საუბარს არა იმაზე, “ოცნება” როგორი ცუდია, იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რომ “ოცნება” იმაზე ცუდია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, არამედ ჩვენ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ვაპირებთ, ვისაუბროთ, რას გავაკეთებთ ჩვენ, როგორ შევცვლით “ქართულ ოცნებას”, როგორ დავიცავთ ხმებს და მერე როგორ წავიყვანთ წინ საქართველოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს