Logo

ნიკა გვარამია - ვერაფრით ვერ ვიგებ, გახარიას ქოცები რატომ ერჩიან, არაფრით არ განსხვავდებიან, ქოცი ქოცია

პოლიტიკა
210
Frontnews image description

ვუსმინე გახარიას ინტერვიუს დიანა ტრაპაიძესთან. ვერაფრით ვერ ვიგებ, ამ კაცს ქოცები რატომ ერჩიან. არაფრით არ განსხვავდებიან. ყველაზე მძიმე მაინც ათას ტყუილში გამორჩეული ერთი სიმართლეა: პარლამენტში შესვლას აპირებს და ამიტომაც შეინარჩუნა იმთავითვე ეს შესაძლებლობა და სია არ ჩახსნა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მისივე თქმით, ეს კვირა საქართველოს ისტორიაში „შავი კვირის“ სახელით შევა.

"ეს კვირა საქართველოს ისტორიაში „შავი კვირის“ სახელით შევა. მოკლედ უკვე მომხდარ რამდენიმე საკითხზე:

•ვუსმინე გახარიას ინტერვიუს დიანა ტრაპაიძესთან. ვერაფრით ვერ ვიგებ, ამ კაცს ქოცები რატომ ერჩიან. არაფრით არ განსხვავდებიან. ყველაზე მძიმე მაინც ათას ტყუილში გამორჩეული ერთი სიმართლეა: პარლამენტში შესვლას აპირებს და ამიტომაც შეინარჩუნა იმთავითვე ეს შესაძლებლობა და სია არ ჩახსნა, როგორც დანარჩენმა სამმა სუბიექტმა ვქენით.

• დღევანდელ პატიმრობებზე: შერჩევითი მართლმსაჯულება გამიგია, მაგრამ სასჯელების ლოტოტრონით ჩამორიგება ქოცური სიახლეა. ასე უსჯიან / გადაუკვალიფიცირებენ /ატავისუფლებენ პატიმრებს. ტყუილად ეძებთ რაიმე ლოგიკას. საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკება ბიძინა ამ განაჩენებით. ფეხებზე კიდია პატიმარიც, მისი ოჯახიც და საზოგადოებაც, სამართალიც და სამართლიანობაც.

• წულუკიანის დასკვნა სამუდამო პატიმრობის მისჯაა საქართველოსთვის. ტრადიციულ საბჭოთა სტილში შესრულებული ჯალათი 2.0 advanced edition. თუმცა, პროპაგანდისთვის მსუყე საკვები კი იქნება უდაოდ. 

• დასკვნა: ჭადრაკის თამაშის არც დროა და არც ვითარება. როცა მოწინააღმდეგე საჭადრაკო დაფიდან ყველა ფიგურას გაცლის და წესების დაცვა მხოლოდ შენ გევალება, იმ პარტიას ვერ მოიგებ. დაფა უნდა აუყირავო და სახეში შეაზილო, სასურველია, წინასწარგანზრახულობების საჯარო დეკლამაციის გარეშე. 

უდრეკად, ხისტად და სწორხაზოვნად - ამგვარი მოქმედების ეფექტურობის მჯერა. და კიდევ კონსოლიდაციის. ხაზის აღმასვლის, დაშლის და კამათის ნაცვლად. ოღონდ, „ყველა“-ს როცა ვამბობთ, აჯაფსანდალს არ უნდა ვგულისხმობდეთ. გახარიას მაგალითზე მორიგ ჯერზე დასტურდება, რომ ნახევრად ქოცი არ არსებობს. ქოცი ქოცია, მარად მოქმედი და მარად უკვდავი და ამ ქოცებთან წინასაარჩევნოდ აღთქმადადებული და ფიცვერცხლ ნაჭამი "ლელო" რას ამბობს პარლამენტში ძმადნაფიცის მოსალოდნელ შესვლაზე? ესეც არ გამოიწვევს ნორმალიზაციის და ლეგიტიმურობის დეფიციტის შევსების რისკებსო? 2 დღე დარჩა სიების წარდგენამდე და ნუ წარადგენენ ამ სიებს. ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას „არჩევნებში“. თავიც გადაირჩინონ და პროცესსაც არგონ, გაერთიანებული ოპოზიციის რიგები შეავსონ და არა ნახევარქოცების. რადგან, როგორც ზემოთ დავწერე, ნახევარ-ქოცები არ არსებობენ. ქოცი ქოცია. 

NGO-ების, ფონდების, მალე პარტიების ლიდერების გამოკითხვაზე დაბარება და სახელმწიფო გადატრიალების ფანტაზმაგორია დიდხანს არ გვალოდინებს. მალე შედგება პედესტალზე მდინარაძე. იგნორი და დაცინვაა მაგის წამალი და ეგ უნდა შევაგებოთ ერთად. 

ოლიგარქია უნდა დაემხოს!", - წერს ნიკა გვარამია.

Advertisement