ნიკა გვარამია - ვიდრე ოლიგარქია იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები


ავტორი
Front News საქართველო
რეჟიმი დგას მარტო დაკავებასა და შიშზე, არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია.
"ამდენჯერ პატიმრობაში ვარ ნამყოფი და დღეს რაც მოხდა მართლა ნამეტანი იყო. უნდა დავიჯეროთ და შეკითხვები არ დავსვათ - იქნება თუ არა რამე? არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველა ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ ახლა სხვანაირად მოხდეს, არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაკავებასა და შიშზე, არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ და შეკითხვები არ ისმოდეს, რა მოხდება და როგორ მოხდება, ვიდრე ოლიგარქია იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. ბიძინას უკან დასახევი გზა არ აქვს, არის უმძიმეს ჩიხში, აწი თუ უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორემ არ შემსუბუქდება. საშიშია ეს საქართველოსთვის? ამძიმებს ეს პროტესტის მდგომარეობას? პირიქით, ამსუქებს, რადგან გიჟის მდგომარეობაში რაც უფრო შევა ივანიშვილი, მით უფრო დასუსტდება და შეცდომებს დაუშვებს“, - განაცხადა გვარამიამ.
ზურაბ ჯაფარიძე სხდომათა დარბაზში დააკავეს.
თაგები:
ნიკა გვარამია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა