ნიკა გვარამია – ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს, ვფიქრობ, მიშამ ეს დაიმსახურა


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი არის არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, რამედ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარი, იმიტომ რომ ისეთი მეტოქე, როგორიც სააკაშვილია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოში, პუტინს არასდროს ჰყოლია, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ კიევში “მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის საერთაშორისო მოძრაობა” დაფუძნების ღონისძიებაზე განაცხადა.
“ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ისეთივე ბოროტების იმპერიაა, როგორიც იყო 70 წლის განმავლობაში და შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც, მიშა ამაზე საუბრობდა. მან იწინასწარმეტყველა ყირიმის ამბავიც და სწორედ ამიტომ ზის ის დღეს ციხეში.
ჩემთვის მისი გათავისუფლება არის მეგობრის დახსნა ციხიდან, მეგობრისა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, თუ რა გააკეთა მიშამ საქართველოსთვის. მე აფხაზეთიდან ვარ და 2003 წლამდე თბილისში ვიყავი ჩასული იმის გამო, რომ რაღაც ფორსმაჟორული სამხედრო მოქმედებები მოხდა. მაშინდელი საქართველო, პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო. მაშინ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეიძლებოდა მინისტრი გამხდარიყო. და მე გავხდი მინისტრი 5 წლის შემდეგ, იმიტომ რომ მიშამ საქართველოში ყველაფერი შეცვალა. მან გაუხსნა კარი ყველას, ვინც ამას იმსახურებდა და დაუხურა კარი ყველას, ვინც ამას არ იმსახურებდა.
მიშამ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ნამდვილ ქვეყნად აქცია. სამწუხაროდ ახლა ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა საქართველოს პოლიტიკა ისე ახლოს არის რუსულ პოლიტიკასთან, როგორც არასდროს. ეს პარადოქსულია, იმიტომ რომ რუსეთი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ფსონს ჩამოდის რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან მას სხვა გამოსავალი არა აქვს. ამ ბოროტების სიმბოლო არის ციხეში მყოფი სააკაშვილი. ახლა მიშა არის თავისუფალი სამყაროს სიმბოლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს. მე ვფიქრობ, რომ მიშამ ამ ქვეყნებისგან ეს დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნებიც გულშემატკივრობენ მიშას. უბრალოდ, ამის შესახებ ხმამაღლა არის საჭირო ლაპარაკი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია – ივანიშვილის პირადი ცენზორები და თავისუფალი სიტყვის ჯალათები აუცილებლად აგებენ პასუხს

ნიკა გვარამია – ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას, მაგრამ ვიმსახურებთ დაბრუნებას დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობა არ უნდა დაგვეხუროს

ნიკა გვარამია – არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო