Logo

ნიკა გვარამიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
230
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

გვარამიას ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული ჰქონდა 30 000 ლარიანი გირაო, რაც კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა და გირაო პატიმრობით 13 ივნისს შეეცვალა.

ამავე ბრალდებით 27 ივნისს "კოალიცია ცვლილებებისთვის" კიდევ ერთ ლიდერს ნიკა მელიას თავისუფლების 8 თვით აღკვეთა მიესაჯა, ასევე 17 ივნისს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გივი თარგამაძეს. 24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

ყველა მათგანს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

Advertisement