
ავტორი
Front News საქართველო
ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
“მთავარი არხის” სახეები, თანამშრომლები, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი და მოქალაქეები “მთავარი არხის” ეზოში შეიკრიბნენ და აქციას ფეხით მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა მედიასაშუალებების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ის პროევროპული პოზიცია, რაც მის განცხადებებში ისმის, საქმითაც გაამყაროს.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს