ნიკა გვარამიას საქმეზე კახა ბექაური იკითხება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური იკითხება. მის მიერ შედგენილი დოკუმენტი, კერძოდ 2012-2017 წლების სარეკლამო ბაზრის კვლევა, პროკურატურის საბრალდებო დასკვნაშია ნახსენები.
ბრალდების მხარეს ბექაური არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის ეტაპზე არ დაუკითხავს, ის პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატების მოთხოვნით გამოიძახეს.
პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო სამივე ბრალდებულის – ნიკა გვარამია, კახა დამენიას, ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავებიან..


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს