
ავტორი
Front News საქართველო
“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას” პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები შეუერთდნენ.
“ნიკა გვარამია, რომ უსამართლოდაა დაპატიმრებული, ეს მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს იცის უკვე ევროპამ, ეს იცის იმ ხალხმა, ვინც ცდილობს საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და ეს ქვეყნისათვის დამაბრკოლებელი პატიმრობა უნდა შეწყდეს. ნიკა გვარამიას თავისუფლება დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. თვითონ ნიკას შეიძლება იმდენად არ სჭირდება იმიტომ, რომ ის გაუძლებს ყოველივე ამას, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს სჭირდება საქართველოს, მის მომავალს.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმი და გადაწყვიტოს ეს სახელმწიფოებრივად. აუცილებლად უნდა შეწყდეს ნიკა გვარამიას პატიმრობა”, – განაცხადა პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს