Logo

ნიკა კენჭოშვილის დედა – თავისი ძმის, მეგობრის და ჩემი შვილის მკვლელი არის თვითონ ზვიადაური

საზოგადოება
1002
Frontnews image description

წინანდლის ტყეში სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის დედა “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ მისი შვილი მკვლელი არ არის.

 

“ჩემი შვილი არ იყო მკვლელი, ჩემი შვილი იყო პატიოსანი, მშრომელი ბავშვი. ზვიადაური იქ რომ მოქცეულიყო ნორმალურად, ეს ამბავი არ მოხდებოდა. მე ვთვლი, რომ თავისი ძმის, მეგობრის და ჩემი შვილის მკვლელი არის თვითონ ზვიადაური. 

 

ვიცი, რომ ნიკამ არ გაისროლა, ნიკა დაჭრილი მივიდა იარაღთან და დაიცვა თავისი ძმები. ნიკა იყო ნამდვილად თავდაცვის რეჟიმში, ამაში ვარ დარწმუნებული. გვითხრეს ისე, რომ ზურგში აქვს დანა ჩარტყმული, მაგრამ რამდენად მართალია არ ვიცი. მე არ მაჩვენეს ჩემი შვილი”, – განაცხადა ნანა კენჭოშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები