
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასტიკად გაუარესებულია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში“ მოინახულა.
მისი თქმით, “მიხეილ სააკაშვილი იმდენად გამხდარია, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ვერც იცნოთ”.
“ამ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასტიკად გაუარესებულია და ეს ჩანს ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალითაც.
ეს ადამიანი არის საშინლად გამხდარი, რაც მთავარია წონის კლება მიმდინარეობს ყოველდღიურად, უჭირს გადაადგილება, უჭირს მეტყველება, საერთოდ თითქოს ვერ იცნობ, ისე არის ეს ადამიანი შეცვლილი, ის იყო მუდმივად აქტიური, მუდმივად საკითხებით დაინტერესებული, დღეს ის სხვა ადამიანია, ამ თვისებებისგან პრაქტიკულად დაცლილი“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
მისი თქმით, საჭირო ამ მდგომარეობიდან გამოსავლის დაუყოვნებლივ მოძებნა.
“საზოგადოება იმის საზოგადოებაა, რომ თავისი წევრი დაიცვას იმ საშინელებიდან, რაც ჯანმრთელობის ყოველდღიურ გაუარესებას ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. სტრატეგია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი საკითხიცაა, საზოგადოებრივი და მე თუ მკითხავთ, გეოპოლიტიკური საკითხიც არის“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს