
ავტორი
Front News საქართველო
“1801 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ პირველად ხელყო ქართული სახელმწიფოებრიობა, არ შეჩერებულა ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღსადგენად თუ მოსაპოვებლად. თავისუფლებისათვის იბრძვის დღეს მოძმე უკრაინელი ხალხი, დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას უწევს თითქოსდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და შემოთავაზებულ ტექსტში რუსეთის ფედერაციის სახელის ხსენებასაც კი ვერ ახერხებს.
მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით მიმდინარე ოკუპაციის პირობებში. ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებად სახელდებული პოლიტიკური ძალა, 21-ე საუკუნის პარლამენტში ვერ ახერხებს დაასახელოს ოკუპანტი ქვეყანა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლმენტო უმრავლესობას ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვა და მსოფლიოს წინაშე წარმოდგენა არ შეუძლია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს