Logo

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

პოლიტიკა
1242
Frontnews image description

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ.

 

“მე ვაცნობიერებ იმას, რომ ამ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, იმ რეაქციიდან გამომდინარე, რაც საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას გაუჩნდა, შესაძლოა, ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო რასაკვირველია, ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა, ასევე კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგში,  რომელიც ჩვენ გვქონდა. არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმის მიცემის პროცედურა არ იყო, არავის ეს უთქვამს. არავის არ უთქვამს, რომ ხმა არავის არ მივცეთ, ასეთი შეთანხმება არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები ვიყავით და არც შეთანხმებულები ვიყავით.

 

იყო საუბრები ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებიან. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, არ გვქონია არცერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“, მის არცერთ წარმომადგენელთან. ჩვენ რასაკვირველია, არაფერი გვაკავშირებს კლანთან. იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და ისედაც აქვთ მათ იქ უმრავლესობა. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში და როგორც მოქალაქეები, კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო კლანს, რომელიც არსებობს ქვეყნის სისტემაში და რომელიც საერთაშორისოდ არის დადასტურებული, სხვა არაერთი მოსაზრებების გამო“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები