Logo

ნიკა მელია – 14 ოქტომბერს მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, ძირითადი ფაქტორი იყო ცვლილებების მოლოდინი

პოლიტიკა
774
Frontnews image description

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის  ნიკა მელიას განცხადებით,  14 ოქტომბერს, პარტიის მასშტაბურ აქციაზე  ხალხი ქუჩაში,  პირველ რიგში,  ცვლილებების იმედით  გამოვიდა, ციხეში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი კი დამატებითი  ფაქტორი იყო.  

 

მისივე  განმარტებით,  არჩევნებში განცდილი  მარცხის შედეგად იმედგაცრუებული ადამიანები, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ  სოლიდარობისა, ქუჩაში იმ რაოდენობით აღარ გამოვიდა. 

 

“14 ოქტომბერს მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა,  ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით.  ძირითადი ფაქტორი იყო ცვლილებების მოლოდინი.  ხალხს სჯეროდა ცვლილებების, ამ დროს მიხეილ სააკაშვილი თავს წირავდა, შიმშილობდა, ამას ქონდა დამატებითი, მნიშვნელოვანი დატვირთვა, მაგრამ ხალხს ქონდა დიდი იმედი, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში შეიცვლებოდა. 

 

არჩევნების  შემდეგ ხალხი იყო სასოწარკვეთაში.  ამაში დავრწმუნდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცკვდილ-სიცოხლის საკითხი იდგა, მაშინ ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი ხალხი, რამდენის დანახვაც მინდოდა,  რუსთაველის გამზირზე აღარ იყო. 

 

საზოგადოება უკიდურესად სოლიდარული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისადმი, მაგრამ აღარ ქონდა იმედი, რომ ეს ის პროცესია, სადაც ხელიუსუფლება იცვლება, განსხავავებით 14 ოქტომბრისა”, –  განაცხადა მელიამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

 

პარტიის თავმჯდომარემ ასევე  უპასუხა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას, რომ მან ქუჩაში გამოსული ხალხი დაშალა და საპროტესტო ტალღა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არ მიმართა. 

 

“თუ ვინმე ამბობს, რომ 14 ოქტომბერს სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავით, არა, ამაზე მსჯელობაც არ ყოფილა პარტიაში. მსჯელობა არ ყოფილა, რომ ჩვენ 14 ოქტომბერს ხალხს უნდა მოვუწოდოთ დარჩენისაკენ თუ დაშლიასკენ, მსჯელობა არ ყოფილა არც პარტიას შორის და არც პარტიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის”,  – განაცხადა მელიამ. 

 

მისი თქმით, საზოგადოება ცვლილებების მომხრეა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობაში” პარტიული სტრუქტურებია გასაძლიერებელი. მელია აღნიშნავს, რომ მან დაიწყო “ნაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებები, თუმცა ამის დრო არ მიეცა, რადგან მალე დაიჭირეს და გათავისუფლების შემდეგაც დაძაბულ რეჟიმში უხდებოდათ მუშაობა.

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები