ნიკა მელია – 2 ოქტომბერს ან ვწერთ ისტორიას, ან გვეტყვიან, რომ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი

ავტორი
Front News საქართველო
ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ვწერთ ისტორიას, ან გვეტყვიან, რომ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“ისტორია უნდა დავწეროთ 2 ოქტომბერს! ზუსტად ვიცი მთაწმინდის რაიონში, შუაგულ თბილისში, ვაკეში, საბურთალოზე, ვისაც არ ეზარება, დადის იარაღით. ახალგაზრდა იქნება თუ არაახალგაზრდა, ჭარმაგი იქნება თუ პირიქით, ყველა დადის იარაღით, ნახევარი არის გადმობირებული ან სუსის, ან, უბრალოდ, მჭიდროდ დაკავშირებული.
არ მინდა იმ ქვეყანაში და ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უკვე ამ ასაკში უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების, ვიცი, რომ ბევრი დედა და ბევრი მამა ახლა მისმენს და ესმით ჩემი.. ჭირსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ქართველი ამაყი ხალხი იმარჯვებს და ვწერთ ისტორიას, ან გომელაურები, კალაძეები, ღარიბაშვილები და კობახიძეები გვეტყვიან, რომ ჩვვენ არ ვყოფილვართ ბრძოლის უნარიანი ხალხი”, – განაცხადა მელიამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


