
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 20 სექტემბერს, 17 საათზე – ეროვნულ ბანკთან, ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია წერს.
“ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს… ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას. დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას.
შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ!” – წერს მელია.
თაგები:
ნიკა მელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს