ნიკა მელია – 24-საათიან ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი, ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის მასშტაბური აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე 8 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
“დღეს რაც იკადრა დამატებით ხელისუფლებამ, რეჟიმმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკშვილის მკვლელობა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის მიიტანა საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სამსხვერპლოზე მიხეილ სააკაშვილმა და რისთვის ვიბრძვით ჩვენ – ვიბრძვით, რომ მიტაცებული სახელმწიფო უკან დავიბრუნოთ და აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ სანამ ამას ჩვენ გავაკეთებთ და ძალიან მალე გავაკეთებთ, მე ქალაქ-ქალაქ ვიარე და განგებ ვდებდი ფიცს, რომ აუცილებლად გამარკვებულები შევალთ სახლებში.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი, ხელისუფლებას ვაძლევთ 24 საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, რომ თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა მელიამ.





