Logo

ნიკა მელია – 4 იანვარს გამოვალთ ჩვენ ქალაქებში და მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს

Frontnews image description

4 იანვარს “ნაციონალური მოძრაობა” 8 ქალაქში აქციას გამართავს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

 

“2022 წელი იყო ერთ-ერთი უმძიმესი წელი საქართველოსა და მისი მეგობარი უკრაინისათვის. 

 

ეს წელი უკრაინისათვის შევა ისტორიაში, როგორ ბრძოლის, მედგრად დგომისა და გამარჯვებისკენ სვლის წელი. 

 

ხოლო საქართველოსათვის, როგორც წელი, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის კეთება უწევს სინათლესა და სიბნელეს, მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. 

 

2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი. 2023 წელი უნდა დავიწყოთ სოლიდარობით და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით!

 

სწორედ ამიტომ, სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18:00 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში. გამოვალთ და  მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს!”, – წერს ნიკა მელია.

 

4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან აქციები გაიმართება. 

თაგები:

ნიკა მელია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები