ნიკა მელია – 46 ადამიანი დააკავეს, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია, ვაგრძელებთ, მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდიომარე ნიკა მელია ოპოზიციის აქციების მონაწილეების დაკავებებს.
“დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!
აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს, მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია.
ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!“,- წერს მელია.
თაგები:
ნიკა მელია